გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის 21 თებერვლიდან აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური და პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. დეტალური სფერო - ბიზნესის ადმინისტრირება.
ა) აკადემიური ნიშნით
პროფესორის - 3 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორის - 4 ვაკანსია
ასისტენტ-პროფესორის - 3 ვაკანსია
ბ) პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობებზე
ასისტენტ-პროფესორის - 2 ვაკანსია
საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 28 მარტიდან 01 აპრილის ჩათვლით.
საკონკურსო დოკუმენტაცია შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
info@gtuni.edu.ge