განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ტურიზმის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე

24 ნოემბერი 2021

შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ტურიზმის ინგლისურენოვან საბაკალვრო პროგრამაზე.

აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობებზე

  • პროფესორის - 2 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორის - 4 ვაკანსია
  • ასისტენტ პროფესორის - 2 ვაკანსია
  • ასისტენტის - 2 ვაკანსია

პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობებზე

  • ასოცირებული პროფესორის - 7 ვაკანსია
  • ასისტენტ პროფესორის - 3 ვაკანსია
  • ასისტენტის - 3 ვაკანსია

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

კონკურსის პირველი ეტაპი­: საბუთების გადარჩევა­ ჩატარდება 2022 წლის 11-12 იანვარს.

კონკურსის მეორე ეტაპი: ­საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ჩატარდება 2022 წლის 20-21 იანვარს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).

კონკურსგავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2022 წლის 24 იანვარს.

სააპელაციო განაცხადები მიიღება - 2022 წლის 25, 26, 27 იანვარი.

სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2022 წლის 28 იანვარს.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 31 იანვარს.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ

განცხადება

კონკურსანტის ანკეტა


საკონკუსო დოკუმენტაცია შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ

შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

keti.devdariani@gtuni.edu.ge