შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულებით.
კონკურსი ცხადდება ასისტენტ პროფესორის- 1 ვაკანტურ თანამდებობაზე
მიმართულება - 031 სოციალური და ქცევითი მეცნიერებები
დეტალური სფერო -0313 ფსიქოლოგია
სწავლის სფერო - 0313.1.1 ფსიქოლოგია
სასწავლო კურსი -გეშტალტფსიქოთერაპია
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
კონკურსის პირველი ეტაპი: საბუთების გადარჩევა ჩატარდება 2022 წლის 11-12 იანვარს.
კონკურსის მეორე ეტაპი: საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 17-18 იანვარს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
კონკურსგავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2022 წლის 20იანვარს.
სააპელაციო განაცხადები მიიღება 2022 წლის 24, 25, 26 იანვარი.
სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2022 წლის 27 იანვარს.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 28 იანვარს.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ
საკონკუსო დოკუმენტაცია შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
keti.devdariani@gtuni.edu.ge