საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გერმანიის ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკური უნივერსიტეტის „Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II და III კურსების სტუდენტებისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტს ცხოვრების ხარჯების დასაფარად ყოველთვიურად ხელზე მიეცემა თანხა 1100 ევროს ოდენობით.
გარდა ამისა, სტუდენტს ერთჯერადად ასევე მიეცემა 360 ევრო ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. გასათვალისწინებელია ასევე უნივერსიტეტის ის დამატებითი ხარჯები და დეტალები, რომლებიც მოცემულია მიბმულ დოკუმენტში (იხ. დანართი).
კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტების მიღება;
II ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში;
III ეტაპი: პრეზენტაციების წარმოდგენა
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს განაცხადის შევსებისას ევალებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
- განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
- აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი (ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება საუნივერსიტეტო შიდა გამოცდით);
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (გაიცემა ლექტორების მიერ);
- სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს პირის შესარჩევად (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის
დამადასტურებელი დოკუმენტები).
საბუთების მიღება წარმოებს 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატები წარადგენენ პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე:
- საქართველოსა და გერმანიის სოციალურ- ეკონომიკური და კულტურული ასპექტები და აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები (10 წთ);
- შერჩეული თემა სპეციალობის მიხედვით (10 წთ).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
გრიგოლ კალანდაძე
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
ელ. ფოსტა: grigol.kalandadze@giu.edu.ge
მობ: 599 15 05 02