განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება კონკურსი გაცვლით პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის!

16 სექტემბერი 2016

II-IV-კ უ რ ს ი ს ს ტ უ დ ე ნ ტ თ ა ს ა ყ უ რ ა დ ღ ე ბ ო დ !!!!!

ცხადდება კონკურსი გაცვლით პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის!!

E RA S M U S +

Key Action 1

პროექტი: მობილობა უსდ სტუდენტებისა და პერსონალისათვის

Mobility for Learners and Staff-

Higher Education Student and Staff Mobility

პარტნიორები :

ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს სამართლის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტთა ღია კონკურსს ERASMUS + პროგრამის ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდები) სწავლის მსურველთათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ II-IV კურსის სტუდენტებს!!!!


შერჩევის კრიტერიუმები

I ეტაპი:

  1. მაღალი აკადემიური მოსწრება;
  2. ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე (ენის ცოდნა შემოწმდება საუნივერსიტეტო გამოცდით ინგლისურ ენაში);
  3. სხვა უნარები და მიღწევები (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერ კლასებში, საუნივერსიტეტო აქტივობებში მონაწილეობა და სხვა).

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. განცხადება მონაწილეობის შესახებ (განცხადების ფორმისათვის მოგვმართეთ: საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, პროფ. ინგა დიაკონიძე. მე-2 სართული).
  2. CV ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  3. Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის სამოტივაციო წერილი (ქართულად და ინგლისურად);
  4. აკადემიური ცნობა;
  5. დახასიათება (გაიცემა შესაბამისი კათედრის მიერ);
  6. რეკომენდაცია (გაიცემა შესაბამისი ფაკულტეტის მიერ);
  7. კონფერენციებში, ტრანინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და/ან სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).

II ეტაპი:

ერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ სტუდენტებს ევალებათ:

წარმოადგინონ მაქსიმუმ 20 წუთიანი პრეზენტაციები (Power Point-ში, ინგლისურ ენაზე):

  • თემა : საქართველო და ნიდერლანდები (10 წთ.)
  • შერჩეული თემა სპეციალობის მიხედვით (10 წთ.)

მნიშვნელოვანი თარიღები:

- 29 სექტემბერი - საბუთების შეტანის ბოლო ვადა (დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მიიღება);

- 30 სექტემბერი - კომისიის მიერ დოკუმენტაციის განხილვა და II ეტაპზე გადასულ სტუდენტთა გამოვლენა;

- 4 ოქტომბერი - გამოცდა ინგლისურ ენაში;

- 5 ოქტომბერი - კომისიის საბოლოო დასკვნა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:

  • რექტორის მოადგილე, პროფ. მაია უკლება , სამშაბათი. პარასკევი, 14:00 - 17:00 საათი.
  • საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, პროფ. ინგა დიაკონიძე. მე-2 სართული, ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, 13:00 -17:00 საათი.