გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტთა ღია კონკურსს ERASMUS + პროგრამის ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდები) სასწავლებლად.
კონკურსზე დაიშვებიან 2-4 კურსის სტუდნეტები.
მსურველებს ვთხოვთ, რეგისტრაცია გაიარონ ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე.
კონკურსანტებს მოეთხოვებათ:
1. ტესტირება ინგლისურ ენაში;
2. ზეპირი გასაუბრება.
კონკურსი შედგება 2018 წლის 18 ოქტომბერს 13.00 საათზე გთუნის კომპიუტერულ ცენტრში.
პროექტის პარტნიორები არიან ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.