სტუდენტთა საყურადღებოდ!
ცხადდება კონკურსი გაცვლით პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის!!
ERASMUS + მობილობის პროექტი
პროექტის პარტნიორები:
პეიჩის უნივერსიტეტი (უნგრეთი) და
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა ღია კონკურსს ERASMUS + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პეიჩის უნივერსიტეტში (პეიჩი, უნგრეთი) სწავლის მსურველთათვის2021-2022 სასწავლო წლის 1 სემესტრისათვის (მობილობის ხანგრძლივობა: 6 თვე). კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სამართლის ფაკულტეტის მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრისთვის იქნებიან საბაკალავრი პროგრამის მეორე/მესამე კურსზე.
შერჩევის კრიტერიუმები
1. მაღალი აკადემიური მოსწრება;
2. ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ენის ცოდნა შემოწმდება საუნივერსიტეტო გამოცდით ინგლისურ ენაში);
3. სხვა უნარები და მიღწევები (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერ კლასებში, საუნივერსიტეტო აქტივობებში მონაწილეობა და სხვა).
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა;
II ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში;
III ეტაპი: საკონკურსო პრეზენტაციების წარმოდგენა;
I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა;
წარმოსადგენი დოკუმენტები:
1. განაცხადი მონაწილეობის შესახებ (გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე). https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeHP_xDsJ6bzASPYMlgMvuTZvCAYGR2ULG4z7Bt65gG3YJRgw/viewform?usp=pp_url
2. CV ქართულ და ინგლისურ ენებზე;
3. Erasmus+პროგრამაში მონაწილეობის სამოტივაციო წერილი (ქართულად და ინგლისურად);
4. აკადემიური ცნობა (GPA ქულათა რაოდენობის მითითებით);
5. რეკომენდაცია(გაიცემა შესაბამისი ფაკულტეტის მიერ);
6. კონფერენციებში, ტრენინგებსა და სხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და/ან სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).
II ეტაპი:
ტესტირება ინგლისურ ენაში
შერჩევის III ეტაპზე გადასულ სტუდენტებს ევალებათ:
წარმოადგინონ მაქსიმუმ 20 წუთიანი პრეზენტაციები(Power Point-ში, ინგლისურ ენაზე):
- თემა : უნგრეთი და საქართველო (10 წთ.)
- შერჩეული თემა სპეციალობის მიხედვით (10 წთ.)
მნიშვნელოვანი თარიღები:
21.04.2021-საბუთების შეტანის ბოლო ვადა (დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მიიღება)
22-23.04.2021- კომისიის მიერ დოკუმენტაციის განხილვა და II ეტაპზე გადასულ სტუდენტთა გამოვლენა;
27.04.2021 -გამოცდა ინგლისურ ენაში;
29.04.2021- პრეზენტაციების კონკურსი, კომისიის საბოლოო დასკვნა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, მოგვმართეთ:
საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება, პროფ. ინგა დიაკონიძე
ელ.ფოსტა: inga.diakonidze@gttu.edu.ge