გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა ღია კონკურსს ERASMUS + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პეიჩის უნივერსიტეტში (პეიჩი, უნგრეთი) სწავლის მსურველთათვის 2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრისათვის (მობილობის ხანგრძლივობა: 6 თვე).
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სამართლის ფაკულტეტის მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრისთვის იქნებიან საბაკალავრი პროგრამის მეორე/მესამე კურსზე.
შერჩევის კრიტერიუმები:
1. მაღალი აკადემიური მოსწრება;
2. ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ენის ცოდნა შემოწმდება საუნივერსიტეტო გამოცდით ინგლისურ ენაში);
3. სხვა უნარები და მიღწევები (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერ კლასებში, საუნივერსიტეტო აქტივობებში მონაწილეობა და სხვა).
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა (ელ. ფორმატში);
II ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში;
III ეტაპი: საკონკურსო პრეზენტაციების წარმოდგენა;
I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა;
წარმოსადგენი დოკუმენტები (ელ ფორმატში, გთხოვთ ატვირთოთ ბმულზე რეგისტრაციის გავლის დროს).
განაცხადი მონაწილეობის შესახებ (გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:
და ატვირთოთ ყველა წარმოსადგენი დოკუმენტაციის ელ.ვერსია).
1. CV ქართულ და ინგლისურ ენებზე;
2. Erasmus+პროგრამაში მონაწილეობის სამოტივაციო წერილი (ქართულად და ინგლისურად);
3. აკადემიური ცნობა (GPA ქულათა რაოდენობის მითითებით);
4. რეკომენდაცია (გაიცემა შესაბამისი ფაკულტეტის მიერ);
5. კონფერენციებში, ტრენინგებსა და სხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და/ან სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში).
II ეტაპი: ტესტირება ინგლისურ ენაში
შერჩევის III ეტაპზე გადასულ სტუდენტებს ევალებათ:
წარმოადგინონ მაქსიმუმ 20 წუთიანი პრეზენტაციები (Power Point-ში, ინგლისურ ენაზე):
- თემა : უნგრეთი და საქართველო (10 წთ.)
- შერჩეული თემა სპეციალობის მიხედვით (10 წთ.)
მნიშვნელოვანი თარიღები:
17.10.2021 - საბუთების წარდგენის ბოლო ვადა (დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ მიიღება)
19.10.21- 23. 10.2021- კომისიის მიერ დოკუმენტაციის განხილვა და II ეტაპზე გადასულ სტუდენტთა გამოვლენა;
25.10.2021 - გამოცდა ინგლისურ ენაში;
28.10.2021 - პრეზენტაციების კონკურსი, კომისიის საბოლოო დასკვნა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება
პროფ. ინგა დიაკონიძე
ელ.ფოსტა: inga.diakonidze@gttu.edu.ge