განცხადებები და ანონსები

ყურადღება: ცხადდება კონკურსი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის

17 მარტი 2023

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და გერმანიის ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკური უნივერსიტეტის "Erasmus+"-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის II, III და IV კურსების სტუდენტებისთვის.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტების მიღება

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

- განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;

- აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება საუნივერსიტეტო შიდა გამოცდით);

- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (გაიცემა ლექტორების მიერ);

- სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც

კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, კონკურსანტის შესარჩევად შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

II ეტაპი: ტესტირებ ინგლისურ ენაში

III ეტაპი: პრეზენტაციების წარმოდგენა

მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს ევალებათ, წარმოადგინონ Power Point პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

1. საქართველოსა და გერმანიის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ასპექტები და აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები (10 წთ);

2. შერჩეული თემა სპეციალობის მიხედვით (10 წთ).

კონკურსის პირველი ეტაპისთვის საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 აპრილი.


დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:

გრიგოლ კალანდაძე

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი

ტელეფონი: 599 15 05 02

ელ. ფოსტა: grigol.kalandadze@gttu.edu.ge