გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწ/წ გაზაფხულის სემესტრის რიგგარეშე მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები)
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი
- საბანკო საქმე
რიგგარეშე მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა - 2018 წლის 27 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით.
მობილობით დაინტერესებულებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- სტუდენტის პირადი საქმის ასლები:
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
რიგგარეშე მობილობით განპირობებული განსხვავებული კრედიტების ათვისება მოხდება უფასოდ!