განცხადებები და ანონსები

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

16 ივლისი 2015

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მობილობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი www.eqe.ge) 2015 წლის 3 აგვისტოს 11:00 საათიდან 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.

კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ 2015 წლის 31 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ბრძანება N 01-01/69

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90.

ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge

ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge