გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები)
- ტურიზმი
- ჟურნალისტიკა
- ფსიქოლოგია
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი
- საბანკო საქმე
- მასობრივი კომუნიკაცია
სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სამართალი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- სისხლის სამართალი
- კერძო სამართალი
მობილობის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე – www.students.emis.ge
ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2020 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - 2020 წლის 02 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით.