გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესისადასოციალურიმეცნიერებებისფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები)
- ტურიზმი
- ჟურნალისტიკა
- ფსიქოლოგია
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი
- საბანკო საქმე
- მასობრივი კომუნიკაცია
სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სამართალი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- სისხლის სამართალი
- კერძო სამართალი
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა - 2021 წლის 6 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით.
მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- სრული ზოგადი/ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებლი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).
ფორმის შესავსებად აუცილებელია: 1:მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!
2: ფორმის შევსებამდე შედით თქვენს მეილზე.
3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განაცხადის ნიმუში.