გურამ თავართილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობას ბაკალავრიატის/მაგისტრატურის შემდეგ საგანმანათლებლო პროჰრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
- ტურიზმი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე;
- რეკრეაციული ტურიზმი.
სამართლის ფაკულტეტი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სისხლის სამართალი;
- კერძო/ბიზნეს სამართალი.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ჟურნალისტიკა;
- ფსიქოლოგია.
მობილობით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი.
საბუთების მიღება იწარმოებს: 2016 წლის 26 იანვრიდან 9 თებერვლამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.