გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობას ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სწავლების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ბიზნესის ადმინისტრირება - (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები);
- ტურიზმი;
- ფსიქოლოგია;
- ჟურნალისტიკა.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე;
- მასობრივი კომუნიკაცია.
სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სამართალი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი.
საბუთების მიღება ფაკულტეტებზე იწარმოებს 2020 წლის 10 თებერვლიდან - 18 თებერვლის ჩათვლით.
მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (რექტორის სახელზე);
- ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- პირადობის მოწმობის ასლი.