გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
- სამართლის ფაკულტეტი - 1 სტუდენტი;
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი - 2 სტუდენტი;
- სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 სტუდენტი.
რეგისტრაცია იწარმოებს 2015 წლის 16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით.
მსურველებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარმოუდგინონ შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობა;
- განცხადება ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- სამოტივაციო წერილი.
წინასაარჩევნო აგიტაცია და პროპაგანდა იწარმოებს 2015 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტამდე.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 2015 წლის 11 მარტს.
საბუთების მიღება იწარმოებს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.