2017 წლის 13-17 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გერმანელი პროფესორი რაინჰარდ პაულინგი ჩაატარებს ლექციების პირველ ციკლს.
ლექციის თემაა: "ევროკავშირის სამართალი".
ლექციების დასაწყისი: 14:00 საათი, სასემინარო მუშაობის კაბინეტი (მცირე სათათბირო ოთახი).
ლექციაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატში 2017 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: საერთაშორისო ურთერთობების განყოფილება, მეორე სართული. პროფ. ინგა დიაკონიძე