საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ელექტრონული ცხრილების ფორმირება. ბაზებთან მუშაობა;
- სტუდენტთათვის ინდივიდუალური სასწავლო ცხრილის შედგენა სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი წესების შესაბამისად;
- სასწავლო კურსების ელექტრონული ბაზის სემესტრული განახლება (სასწავლო კურსი, სასწავლო კურსის განმახორციელებელი და ა.შ.);
- სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის კოორდინაცია, ადმინისტრაციული რეგისტრაციის მიმდინარეობის აღრიცხვის კოორდინაცია და შესაბამისი აქტების გამოსაცემად პროექტების შემუშავება;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და ჩართულობა;
- შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ფორმის შემუშავება; ასევე, დიპლომის დანართების მომზადება;
- საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება;
- დეკანი სხვა დავალებების შესრულება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები (B2);
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა;
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი;
- მონაცემების დამუშავების/ შეფასების უნარი.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@giu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
განაცხადების მიღების ბოლო თარიღია 2023 წლის 5 სექტემბერი.