2015 წლის 9 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის სასწავლო საგრანტო პროექტის - European Integration in Central Europe: Experience of Visegrad Countries # 61450035 ფარგლებში ლექციას ჩაატარებს ჩარლზის უნივერსიტეტის(ჩეხეთი) პროფესორი კარელ ჯანდა.
ლექციის თემაა: ,,კოოპერაციის გამოცდილება და არსებული პრაქტიკა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის (ვიშეგრადის ქვეყნები, როგორც სუბრეგიონული თანამშრომლობის მაგალითი ევროკავშირის ფარგლებში: ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები ევროკავშირში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდეგ)”.
ლექცია ჩატარდება გურამ თავართქილაძის კაბინეტში (მეორე სართული).
ლექციის დასაწყისი: 14:15 საათი.