განცხადებები და ანონსები

მაგისტრატურა GTUNI-ში!

5 აგვისტო 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს საბუთების მიღებას მაგისტრატურის საფეხურზე სწავლების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • საბანკო საქმე;
  • მასობრივი კომუნიკაცია;
  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი.

გთხოვთ, შეავსეთ პირველადი სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/tjsnE7p1FKMLGoPc6

საგამოცდო საკითხებისა და თარიღების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი

სამართლის ფაკულტეტი


საბუთების მიღება იწარმოებს:

სამართლის ფაკულტეტზე - 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით(შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან- 17:00 საათამდე(რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე მითითებულ ონლაინ სარეგისტრაციო ბმულზე).

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე - 23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით(შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან- 17:00 საათამდე(რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე მითითებულ ონლაინ სარეგისტრაციო ბმულზე).

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • ფერადი ფოტოსურათი (3x4) ამობეჭდილი, (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის(პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა


ფორმის შესავსებად აუცილებელია:

1: მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!

2: ფორმის შესავსებამდე შედით თქვენს მეილზე

3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განცხადების ნიმუში.