გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2020-2021 სასწავლო წლის მაგისტრატურის სწავლების საფეხურის შემდეგ სპეციალობებზე:
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე;
- მასობრივი კომუნიკაცია.
სამართლის ფაკულტეტი
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი.
საბუთების მიღება:
სამართლის ფაკულტეტი: მ/წ 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ - 16:00 სთ.
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი: მ/წ 1 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ - 16:00 სთ.
გამოცდების თარიღების, ფორმისა და საგამოცდო საკითხების თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდის შემდეგ ლინკებზე:
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება გთუნის რექტორის სახელზე;
- ფერადი ფოტოსურათი (3x4) ამობეჭდილი, (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი დედანთან ერთად;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის(პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი ასლი;
- გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ფორმის შესავსებად აუცილებელია: 1:მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!
2: ფორმის შევსებამდე შედით თქვენს მეილზე.
3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განაცხადის ნიმუში.