2020 წლის 16 იანვარს 12:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პრაქტიკოსი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), ფსიქოლოგიის მაგისტრი მაკო გაგნიძე ჩაატარებს ვორქშოფს სახელწოდებით: „აუტიზმის სპექტრის აშლილობა და თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში“.
ვორქშოპზე განიხილება ისეთი თემები როგორიცაა:
- აუტიზმის სპექტრის აშლილობა;
- რისკ-ფაქტორები, სტატისტიკა და სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები;
- აუტიზმის სპექტრის აშლილობის, მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, კომპეტენცია და ფუნქცია, დიაგნოსტიკური შეფასება;
- აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა განვითარების თავისებურებანი;
- პრენატალური განვითარება;
- ,,წითელი დროშები”;
- აუტიზმის სპექტრის აშლილობა და თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში(დიაგნოსტიკა, რეაბილიტაცია, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი);
- ABA თერაპია;
- პრაქტიკული სამუშაო/ქეისების განხილვა.
ვორქშოპი ჩატარდება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).