განცხადებები და ანონსები

მასტერკლასი: ,,აბრეშუმის გზა - საქართველოს ახალი შესაძლებლობები გლობალური ლოჯისტიკის გზაზე“

18 მარტი 2022
  • რამდენი რამ გსმენიათ ლოჯისტიკის თაობაზე?
  • იცით, როგორ ხდება რესურსების შეძენა, შენახვა და მათი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება?
  • რას გულისხმობს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება?
  • როგორ ეხმაურება ჩვენი ქვეყანა ლოჯისტიკის თანამედროვე გამოწვევებს?
  • რა პერსპექტივები აქვს ლოჯისტიკური ბაზრის განვითარებას საქართველოში?

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი გიწვევთ საინტერესო მასტერკლასზე: ,,აბრეშუმის გზა - საქართველოს ახალი შესაძლებლობები გლობალური ლოჯისტიკის გზაზე“.

შეხვედრის თარიღი: 22 მარტი

შეხვედრის დრო: 17:00 საათი

სპიკერი: თორნიკე ჩახვაშვილი - კომპანია TAI-ის (Tegeta Automotive Imports) დირექტორი.

შეხვედრაზე საუბარი იქნება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

  • აზია-ევროპის გადაზიდვების მიმოხილვა;
  • საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა;
  • სახმელეთო დერეფანი და საქართველოს როლი როგორც გზაგამტარი;
  • პირველი სარკინიგზო გადაზიდვა ჩინეთ-საქართველოს შორის (პრაქტიკული მაგალითები);
  • საქართველოს პოტენციალი როგორც ევროპის მიმწოდებელი;
  • კონკურენტი გზები და ჩრდილოეთის დერეფნის მიმოხილვა;
  • საქართველოს პოტენციალი გლობალურ ლოჯისტიკაში.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, შემოგვიერთდით, დასვით შეკითხვები და მიიღეთ ამომწურავი პასუხები.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3qdtUE5