განცხადებები და ანონსები

მასტერკლასი: ადვოკატირების უნარ-ჩვევები

6 ნოემბერი 2024

9 ნოემბერს, 4 საათზე, ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქათრველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლისა და უნივერისტეტის იურისტთა კლუბის თანაორგანიზებით, ჩატარდება მასტერკლასი: ადვოკატირების უნარ-ჩვევების შესახებ.

აღნიშნულ მასტერკლასს ჩატაარებს ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაია.

იგი გახლავთ ადვოკატი მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო თუ არასამთავრობო სექტორში. ამჟამად თეიმურაზ ქავშბაია არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, რომელიც არაერთ რეზონანსულ საქმეს უძღვება.

პრაქტიკული მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობა და თავისებურებები;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ადვოკატის როლი და პოზიციების დაცვის ტექნიკა;
მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია.

შეხვედრა ჩატარდება 318-ე აუდიტორიაში.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/…/1eoK6kAfe2…/edit