განცხადებები და ანონსები

ტრენინგი: HR და მარკეტინგი თანამედროვე კომპანიებში

13 მარტი 2023

21 აპრილს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გიწვევთ სერტიფიცირებულ ტრენინგზე: HR და მარკეტინგი თანამედრივე კომპანიებში.

დაწყების დრო: 12:00 საათი.

სპიკერები:

ნინო ბაქრაძე - პროფესიული განვითარების ტრენინგების ცენტრის დამფუძნებელი; GTUNI-ის ასისტენტ-პროფესორი;

სოფიკო თევდორაძე - ვიცე-რექტორი სასწავლო პროცესის მიმართულებით; GTUNI-ის პროფესორი.

მასტერკლასის ფარგლებში სამუშაო თემებია:

• თანამედროვე HR-ის როლი კომპანიის განვითარებისთვის;
• HR როგორც წარმატების ფორმულა;
• HR - ის კომპონენტები, თანამედროვე მენეჯმენტი და გამოწვევების გარდაქმნა შესაძლებლობებად;
• HR- ის 20 ოქროს წესი;
• მარკეტინგის როლი და სპეციფიკა თანამედროვე კომპანიებისთვის;
• კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირება;
• მარკეტინგული გარემო, სეგმენტაცია და მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა;
• თანამედროვე მარკეტინგული ხერხები, მეთოდები და კომუნიკაციები.


ხანგრძლივობა: 3 საათი.

ტრენინგზე დასწრება თავისუფალია.

დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/43CucX8