მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019.
ფესტივალის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები.
1. 24 სექტემბერი
ტრენინგი მოსწავლეებისათვის: „გეოინფორმაციული სისტემების შექმნა ძველი მცხეთის ტურისტული მარშრუტის მაგალითზე“.
დასაწყისი: 13:00 საათი.
2. 26 სექტემბერი
„იმიტირებული საექსპერტო კრიმინალისტიკური მოქმედებები და სასამართლო პროცესი“.
დასაწყისი: 13:00 საათი.
3. 27 სექტემბერი.
სტუდენტური დებატები: „ნარჩენების ეფექტური მართვა“.
დასაწყისი: 12:00 საათი.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, და სფეროთი ახალგაზრდობის მეტად დაინტერესებაა.
მისამართი: თბილისი, სამღერეთის ქ. 5