მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საფუძველი ჩაუყარა ახალ ტრადიციას - ყოველწლიურად ორგანიზება გაუწიოს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო -კვლევითი ცენტრები.
აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს სტუდენტებს კონფერენციაში - ,,ციფრული საზოგადოება’’ მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის სამუშაო მიმართულებები იქნება:
1. გეოინფორმაციული სისტემების გამოყენება ბიზნესში;
2. ციფრული მედიის ქართული რეალობა..
კონფერენციის დასაწყისი: 10:00 საათი.
კონფერენცია ჩატარდება: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის დიდ სააქტო დარბაზში.