გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ბიზნესის ადმინისტრირება - (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);
- ტურიზმი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
- საბანკო საქმე;
- რეკრეაციული ტურიზმი.
სამართლის ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სამართალი.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- ჟურნალისტიკა;
- ფსიქოლოგია.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
- მასობრივი კომუნიკაცია.
საბუთების მიღება ფაკულტეტებზე იწარმოებს: 2017 წლის 7 თებერვლიდან 2017 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ...
შენიშვნა:
- ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი) საბაკალავრო პროგრამა მე-5 სემესტრიდან ითვალისწინებს სპეციალობის მოდულებიდან: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსები - ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობას;
- უნივერსიტეტში 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრმებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის ღირებულება შეადგენს 2 250 ლარს, ხოლო 2013-2014 და 2014-2015 სასწავლო წლებში ჩარიცხულებისთვის - 2 990 ლარს;
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ფუნქციონირებს მხოლოდ სამი კურსი.