გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბაკალავრიატი
1. სამართალი;
2. ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი);
3. ტურიზმი;
4. ჟურნალისტიკა;
5. ფსიქოლოგია;
მაგისტრატურა
1. სისხლის სამართალი;
2. კერძო სამართალი;
3. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
4. საბანკო საქმე;
5. მასობრივი კომუნიკაცია.
მობილობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი www.eqe.ge) 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე.
მობილობით განპირობებული განსხვავებული კრედიტების ათვისება მოხდება უფასოდ.
2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა უნივერსიტეტში რეგისტრაციის ვადები: 25 აგვისტო - 8 სექტემბერი.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების პირველ-სამ კურსზე სწავლის საფასურია 2250 ლარი, ხოლო მეოთხე კურსზე 2990 ლარი.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურია 2250 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 66 15 12; 2 24 65 90; 2 66 23 41
ელ. ფოსტა: info@gttu.edu.ge
ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge