განცხადებები და ანონსები

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

29 იანვარი 2024

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს გაზაფხულის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება( მენეჯმენტი, მარკეტინგი);
  • ტურიზმი;
  • ჟურნალისტიკა;
  • ფსიქოლოგია;
  • სამართალი

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

  • საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
  • მასობრივი კომუნიკაცია;
  • სისხლის სამართალი;
  • კერძო სამართალი

მსურველებმა თავდაპირველად რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულ პორტალზე

www.students.emis.ge 30 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში, სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 12 თებერვლიდან 2024 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.

მობილობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • სრული ზოგადი /უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი(დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

მობილობის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა:

ორმის შესავსებად აუცილებელია:

1. მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!

2. ფორმის შესავსებამდე შედით თქვენს მეილზე

3. იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განცხადების ფორმა.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

(+995 32) 2 66 15 12