2024 წლის 31 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით: „ციფრული გამოწვევები და ჟურნალისტური განათლება“.
თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის ლექტორები და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები იმსჯელებენ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება ციფრულ ეპოქაში ჟურნალისტურ განათლებას.
შეხვედრის ფარგლებში კომპანია „ინოვატორის“ წარმომადგენელი, დავით რობაქიძე წარუდგენს დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციას თემაზე: „მედიატექნოლოგიები ჟურნალისტიკის სწავლების სამსახურში“.
ამავე დღეს, 31 მაისს, საზეიმოდ დაიხურება სტუდენტური ფოტოგამოფენა „რაკურსი 2024“.