განცხადებები და ანონსები

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

23 ივნისი 2017

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ, 1987 წლის 7 დეკემბრის 42/112 რეზოლუციით 26 ივნისი ნარკოტიკებისა და უკანონო ნარკო-ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნარკომანიასთან ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსთან (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად უერთდება გაეროს ფარგლებში საერთაშორისო დღის აღნიშნვას ანტინარკოტიკული კვირეულის სახით.

ანტინარკოტიკული კვირეულის მიზანია, ახალგაზრდებისათვის (სტუდენტებისათვის და სკოლის მოსწავლეებისათვის) ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკის გაცნობა და ნარკოტიკების მოხმარებით უარყოფითი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლების ჩართულობით, ნარკოტიკებთან ბრძოლის არსებული გამოწვევების შეფასება, მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა და პოლიტიკის შემდგომ დახვეწა. საქართველოს 4 დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, გორსა და რუსთავში მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ნარკოდანაშაულისა და ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ.

რეგისტრაციისა და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

http://tcj.gov.ge/ka/news/396/