პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს “ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018” აღმოსავლეთ (თბილისი) და დასავლეთ (ბათუმი) საქართველოში. აღნიშნული ღონისძიება აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს მთლიანი ღონისძიების მანძილზე საბოლოო ღონისძიების ჩატარებამდე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა:
დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შესაბამისად და:
- შეავსონ CV ონლაინ;
- ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;
- გამოეხმაურონ ონლაინ - გააგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;
- მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე - www.hr.ge/jobfairTbilisi; www.hr.ge/jobfairBatumi
ღონისძიებების კალენდარი:
ონლაინ დასაქმების ფორუმი აღმოსავლეთ საქართველო - 1 მაისი - 8 ივნისი
ღონისძიება: თბილისი - 8 ივნისი, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი, 11:00 დან 17:00 სთ-მდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელ. ნომერზე:
032 2 193 333 (130); სამუშაო საათები: 09:30 - 18:30.