საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 15 ივნისს, 19 საათზე ევროპის დღეებისა და პროექტის "მე-ევროპელი" ფარგლებში, გაიმართება ონლაინ დისკუსია მწერალთან, დრამატურგსა და რეჟისორთან ნინო ხარატიშვილთან თემაზე: ევროპა-საქართველოს მერვე სიცოცხლე.
მწერალი ევროპისა და საქართველოს კულტურული კავშირების, ქართული და ევროპული იდენტობის, საბჭოთა წარსულის მანკიერებისა და თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ თავისი წიგნის „მერვე სიცოცხლე ბრილკას“ ჭრილში ისაუბრებს.
დისკუსია გაიმართება ქართულ ენაზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/jitx2oH1DEbDEDJQ8.
სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ ბმულს, რომლის საშუალებითაც ჩაერთვებიან ონლაინ დისკუსიაში.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/2416609525297854/.