2020 წლის 24 ნოემბერს, 17:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდება ონლაინ სემინარი თემაზე: „სწავლის შედეგების ჩამოყალიბება და შეფასება ეროვნული კველიფიკაციების განახლებული ჩარჩოს შესაბამისად “.
სემინარს გაუძღვება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი მაია უკლება.
სემინარი ჩატარდება zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.