გურამ თავათქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი გიწვევთ ორდღიან ლექციათა ციკლზე უაღრესად საინტერესო და აქტუალური თემის შესახებ
"აბრეშუმის გზა - ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი".
- 10 თებერვალს , 15:00 საათზე ლექციის პირველ ნაწილს წაიკითხავს ოთარ ჭიღლაძე - პეკინის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, პლატფორმა "სინოლოგიას" დამფუძნებელი. სინოლოგიის მკვლევარი მიმოიხილავს ისტორიული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბების და განვითარების თავისებურებებს.
- 11 თებერვალს, 15:00 საათზე ლექციის მეორე ნაწილს წაიკითხავს თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკის მკვლევარი და პლატფორმა "სინოლოგიას" დამფუძნებელი შალვა ჩიხლაძე. სპიკერი ვრცლად მიმოიხილავს თანამედროვეობის აქტუალურ თემას: "სარტყელი და გზის" ინიციატივის ჩამოყალიბების წინაპირობებსა და მის სამომავლო პერსპექტივებს.
დასწრება თავისუფალია.