განცხადებები და ანონსები

ყურადღება: პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო!

6 სექტემბერი 2021

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად:

I ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია 6 სექტემბრიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით.

ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე - https://forms.gle/2KuDG7TwTjcNS5Cy7

II ეტაპი - 13 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (10:00-დან 17:00 საათამდე) - უნივერსიტეტში გამოცხადება, დოკუმენტაციის წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება

რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
  • 2 ფოტოსურათი 3x4-ზე და ელექტრონული ვერსია (CD-ზე) ;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ატესტატის დედანი) ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (ატესტატის არ არსებობის შემთხვევაში - ცნობა)
  • სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - ბანკის ქვითარი (სწავლი საფასურის დასაზუსტებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ფინანსურ განყოფილებას (5(77)452901) ან რექტორის და კანცლერის აპარატს (5(77) 32 17 16).


საბანკო
რეკვიზიტები


მიმღები: შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი"
საიდენტიფიკაციო N: 204555524
ანგარიშის N: GE13TB7151736020100006

მიმღების ბანკი: თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22



უნივერსიტეტში მისვლა შესაძლებელია:

მეტროსადგური „სადგურის მოედანი“ (გადასასვლელი ხიდი, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია)

ავტობუსი: N 48

ან

მიკროავტობუსები: N 437 და N 448