განცხადებები და ანონსები

პროფესორ-მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

7 აპრილი 2021

მიმდინარე წლის 14 მაისს, 14:00 საათზე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი აწყობს პროფესორ-მასწავლებელთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას სახელწოდებით

მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე და თანამედროვე სამართლის ამოცანები“.

კონფერენცია ჩატარდება zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 1 მაისამდე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.

განაცხადის ფორმის შესავსებად გადადით შემდეგ ბმულზე:

https://tinyurl.com/3mn88bny

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

თეზისების და ნაშრომების წარმოდგენის ვადა - 5 მაისი .

ეზისების გაფორმების წესი: მოცულობა არაუმეტეს 1 გვერდისა, შრიფტი Sylfaen, 11-ზომა, ინტერვალი 1.2.

თეზისში მითითებული უნდა იყოს: ავტორის გვარი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დასახელება, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მოხსენების დასახელება.

ნაშრომის გაფორმების წესი: მოცულობა არაუმეტეს 15 გვერდი, შრიფტი Sylfaen, 11-ზომა, ინტერვალი 1.2.

ნაშრომის დასაწყისში მითითებული უნდა იყოს: მოხსენების დასახელება, ავტორის/ავტორების გვარი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დასახელება, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ნაშრომის ბოლოში - გამოყენებული ლიტერატურა, რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 15 სტრიქონისა).

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ცხოვრება და კანონი“.

გთხოვთ, თეზისები და ნაშრომები გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: nino.kasradze@gttu .edu.ge

საკონტაქტო პირი - ნინო კასრაძე 5(74) 504 504