საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი კამპანიის: ,,GIU-ს კარიერული კომპასი" ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია დაიგეგმა.
თემა: ,,ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა - ექიმი და სამართალი".
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში საექიმო საქმიანობა;
- ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა;
- ექიმის ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება;
- ექიმის უფლებები პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრებისას.
მოწვეული სპიკერი: თათია ხაბეიშვილი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, IBL Law Office-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.
დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე: https://shorturl.at/abxET
ღონისძიება ჩატარდება GIU-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო სივრცეში.
დასწრება თავისუფალია!
თარიღი და დრო: 25 ოქტომბერი, 17:00 საათი.