განცხადებები და ანონსები

საჯარო ლექცია: პროფესია ადვოკატი

2 ნოემბერი 2023

თუ აბიტურიენტი ხარ და სამართალი გაინტერესებს, არ გამოტოვო GIU -ს საჯარო ლექცია თემაზე: ,,პროფესია ადვოკატი".

8 ნოემბერი ადვოკატის საერთაშორისო დღეა.

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის იურისტთა კლუბის და სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა.

მოწვეული სპიკერი: ნინი კერძაია - მოქმედი ადვოკატი, საადვოკატო კომპანია კერძაია და პარტნიორების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

დასწრება თავისუფალია.

დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე:

https://shorturl.at/gsLO8

დასაწყისი: 16:00 საათი.