2019 წლის 29 ნოემბერს, 13:00 საათზე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია.
ლექციას წარუძღვება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ბექა ხოხობაშვილი
ლექციის თემები:
- სისხლის სამართლის პროცესის სტადიები (მოკლე მიმოხილვა);
- ადვოკატისა და პროკურორის როლი სისხლის სამართლის პროცესში;
- დაკითხვის მეთოდები (პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა);
- ეფექტური შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადება.
ლექცია გაიმართება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).