2017 წლის 18 მაისს 10:00 საათზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში“ .
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება:
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსი და განსხვავება სხვა საერთაშორისო სასამართლოებისგან;
- პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების წარმართვის პრინციპები;
- 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების სავარაუდო ვადები და შედეგები.
ლექციას წარუძღვებიან: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი გოჩა ლორთქიფანიძე და საქართველოს სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.