მიმდინარე წლის 7 ივნისს, 14:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან ერთად, გთავაზობთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას - ,,იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციის სფეროში“.
აღნიშნული კამპანია გულისხმობს მომხმარებლებისთვის კომუნიკაციების სფეროში, როგორც მათი უფლებების შესახებ, ასევე კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრა ჩატარდება ZOOM-ის ფორმატით.
დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ ელ. ფოსტის საშუალებით.