განცხადებები და ანონსები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

14 თებერვალი 2022

მიმდინარე წლის 21-25 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ მონაწილეობას საერთაშორისო ონლაინ კურსში, რომელსაც უძღვებიან ბრიტანელი და ნიდერლანდელი ექსპერტები.

შემოთავაზებული მოკლე კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, სახელმწიფო ზედამხედველობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა: 5 დღე

სამუშაო ენა: ინგლისური (მსურველები გაივლიან გასაუბრებას ინგლისურ ენაში).

კურსში მონაწილეობა უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია (5 მონაწილე).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdefyr-XQLEB0IGCQJfbpvtrTBPj4S3-N6Nvl0zx8SgGEQhOQ/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება

პროფ. ინგა დიაკონიძე

ელ.ფოსტა: inga.diakonidze@gttu.edu.ge