გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს დამატებით მიღებას მაგისტრატურის ვაკანტურ ადგილებზე
საბუთების მიღება იწარმოებს 10 სექტემბრიდან 21 სექტემბერის ჩათვლით 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- პირადი განცხადება რექტორის სახელზე (სამაგისტრი პროგრამის მითითებით);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან /და პასპორტის ასლი;
- ოთხი ფერადი (3x4) ფოტოსურათი და ელ. ვერსია CD-ზე;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ და ნიშნების ფურცელი);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მისაღები გამოცდები ჩატარდება:
გამოცდა სპეციალობაში:
- სისხლის სამართალი - 24.09.2018 წ. 11:00 სთ. -
- კერძო სამართალი - 24.09.2018 წ. 14:00 სთ.
გამოცდა ჩატარდება შერეული ფორმით (წერა და ზეპირი)
ტესტირება/გასაუბრება უცხო ენაში:
- სისხლის სამართალი - 25.09.2018 წ. 11:00 სთ. -
- კერძო სამართალი - 25.09.2018 წ. 14:00 სთ.