საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების II, III და IV კურსების სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტში აცხადებს კონკურსს.
აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას და თანხას საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 9 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.
გაცვლითი პროგრამის დაფინანსების დეტალების, კონკურსის ეტაპებისა და ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტში არსებული დამატებითი ხარჯების შესახებ იხილეთ დანართები.
გრიგოლ კალანდაძე
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი,
ასოცირებული პროფესორი
მობ: 599 15 05 02
ელ. ფოსტა: grigol.kalandadze@giu.edu.ge