10 ოქტომბერს მსოფლიოში "ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე" აღინიშნება.
12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ჩატარდება შეხვედრა ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან.
სპიკერი: გიორგი ლობჯანიძე - ფსიქოლოგი
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ჯანმრთელობის ფსიქოლოგია;
- გარდატეხის ასაკის პრობლემები და გამოწვევები;
- სტრესის მართვა;