2020 წლის 10 თებერვალს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოს პროექტის(სტუდენტების საზაფხულო დასაქმება გერმანიაში) ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან.
პროექტი ემსახურება გერმანული ენის პოპულარიზაციას და გერმანული კულტურის გაცნობას. ამ პროექტის ფარგლებში გერმანელი დამსაქმებლები ჩამოდიან საქართველოში, რათა შეხვდნენ სტუდენტებს, გააცნონ პროექტისა და საკუთარი კომპანიის პირობები.
ამჯერად ჩვენი სტუმარია ერთ-ერთი კომპანიის (ავტოგრილი) ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ქალბატონი კრისტინ ამბიული.
კომპანია დაინტერესებულია გერმანიის რამდენიმე ქალაქის აეროპორტში დაასაქმოს ქართველი სტუდენტები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოხდება გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებთან გასაუბრება.
შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.
შეხვედრის დასაწყისი: 12:00 საათი