2018 წლის 22 ნოემბერს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ინიციატივით, გურამ თავართქილაძის სახელობის თ]ილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან.
შეხვედრის თემა: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.
შეხვედრის მიზანია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სტუდენტების ინფორმირება; საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მათი გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება.
შეხვედრა ჩატარდება გურამ თავართქილაძის სახელობის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).
დასაწყისი: 11:00 საათი.