2023 წლის 31 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ საინტერესო შეხვედრას თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივა სამოქალაქო მართლმსაჯულებაში".
ლექციაზე განხილული იქნება, სამოქალაქო სამართალში ინტეგრირების ტექნოლოგიური მიღწევების ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- ბლოკჩეინ სისტემა;
- რობოტი მოსამართლე;
- ჭკვიანი კონტრაქტები;
- ხელოვნური ინტელექტი და სხვ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
დასაწყისი: 13:00 საათი.
- სამყარო იცვლება და ტექნიკური განვითარების მიღწევები იმდენად სწრაფია, რომ სამართლებრივი რეგულაციები მხოლოდ კვალდაკვალ მისდევს მათ!
- ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენს გარშემოა და მისი დანერგვისას მნიშვნელოვანია მისი გამოყენების დადებითი და უარყოფითი შედეგების წინასწარ განჭვრეტა, სამოქალაქო მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ფარგლები და მიზანშეწონილობა
ლექციაზე შეფასდება ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი დღევანდელ სასამართლოში, საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირულ დილემასთან მიმართებაში. ასევე დავათა კატეგორია, სადაც სამომავლოდ რობოტი მოსამართლის მონაწილეობა განტვირთავს და ქმედითს გახდის სასამართლო სისტემას.